სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე შინდისის გმირის მემორიალის გახსნას დაესწრო

11 აგვისტო, 2025
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, სოფელ ღვითორში, 2008 წლის აგვისტოს ომში სამშობლოსთვის მებრძოლი შინდისის გმირის, შმაგი კუპატაძის სახელობის მემორიალის გახსნას დაესწრნენ.
 
ღონისძიებაზე სამშობლობისთვის თავდადებულ გმირებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მათი გმირობა თავისუფლებისა და ერთგულების სიმბოლოა.
 
ხელისუფლების წარმომადგენლებმა შმაგი კუპატაძის ოჯახის წევრებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზამა ამირან მოდებაძემ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
 
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ.