სიახლეები

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იმერეთს ესტუმრა

18 აგვისტო, 2025
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად, იმერეთის რეგიონში, შინმოვლის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პროგრამის ექიმებსა და სოციალურ მუშაკებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე, განიხილეს პროგრამის მიმდინარეობა, უკვე მიღწეული შედეგები და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.
 
შინმოვლის პროგრამა მიზნად ისახავს მოსარგებლეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ყოველდღიურ საქმიანობაში მათი დამოუკიდებლობის ხელშეწყობას. პროგრამის მნიშვნელოვანი ამოცანებია: ინსტიტუციონალიზაციისა და ჰოსპიტალიზაციის პრევენცია, ბენეფიციართა სახელმწიფო ზრუნვაში მოხვედრის ალბათობის შემცირება და ოჯახების მხარდაჭერა.
 
მომსახურებას მრავალდარგობრივი გუნდი უზრუნველყოფს, რომელშიც ექიმი, ექთანი, მომვლელი და სოციალური მუშაკი არის ჩართული. ასევე, გათვალისწინებულია ტექნიკური და საყოფაცხოვრებო დახმარება.