ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზის 13.5 კმ-იანი (კმ15-კმ29) მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ვანის მუნიციპალიტეტში გადის.
სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს სუსტი გრუნტების გამოცვლა და ასფალტის საფარის დაგება. ასევე, ეწყობა გვერდულები, საგზაო ნიშნები, უსაფრთხოების მარეგულირებლები, მიერთებები და განივი მილები სათავისებით.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9.2 მილიონი ლარით ფინანსდება.