დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
სიახლეები
მოწამეთის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
16 მაისი, 2025
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოწამეთის მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის მონაკვეთის პერიოდული სამუშაოები დასრულდა.
უამინდობის დროს დაზიანებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მყისიერად განხორციელდა და მოძრაობა სრულად აღდგა.
დასრულებულ სამუშაოებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ტყიბულის მერ დავით ჩერქეზიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, ასფალტის საფარის დაგება. მოეწყო გვერდულები, საგზაო ნიშნები, უსაფრთხოების მარეგულირებლები, კიუვეტები, მიერთებები და საყრდენი კედელი.