სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული კულტურის მინისტრთან ერთად ზესტაფონის თეატრის ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას გაეცნო

30 ოქტომბერი, 2026
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში არსებულ ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ მდგომარეობას გაეცნენ. მინისტრს თეატრის რეაბილიტაციის და ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია თეატრის დირექტორმა ვახტანგ ჯუღელმა გააცნო.
 
თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და მასშტაბურ რეაბილიტაციას საჭიროებს. შენობის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
 
მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, დელეგატი (ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში) ზვიად შალამბერიძე, პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.