საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2026“ დაიწყო. ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე გამართულ გახსნის ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ფესტივალის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
გახსნის ღონისძიების ფარგლებში, თეატრალური ხელოვნების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად, თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებსა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, გრიგოლ დალაქიშვილს „ქართული თეატრის ქომაგის“ ჯილდო გადაეცათ.
ფესტივალი ლადო მესხიშვილის თეატრის სპექტაკლით „ნოემბრის სითბო“ (რეჟისორი თათა პოპიაშვილი) გაიხსნა.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენები წელს არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც ქართული, ისე უცხოური თეატრალური დასები, მათ შორის რუმინეთიდან და ნიდერლანდებში მოქმედი საერთაშორისო ქართული დიასპორული თეატრი.
„თეატრალური იმერეთი 2026“ 24 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.