სიახლეები

ბაღდათში სახელმწიფო მხარდაჭერით განვითარებული ღვინის საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს

24 ივნისი, 2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მდებარე ღვინის მარან „ლაბარაში“ იმყოფებოდნენ, სადაც მიმდინარე საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.
 
შპს „ლაბარა“ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის წლიური წარმადობა 15 000 ბოთლ ღვინოს შეადგენს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზე გადის ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
 
კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საქმიანობის დაწყებისა და განვითარების ეტაპზე არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“.