სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და წყალტუბოს მერმა გენადი ბალანჩივაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, თევზის სატბორე მეურნეობა დაათვალიერეს.
შპს „ათ“ სხვადასხვა ჯიშის თევზის (ზუთხი, კობრი, სქელშუბლა) მოშენებას ახორციელებს და ხიზილალას აწარმოებს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზეც ყიდის და ექსპორტზეც გააქვს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, მალაიზია, სინგაპური, ავსტრალია.