დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
სიახლეები
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი „კულინარის“ საქმიანობას გაეცნენ
24 ივნისი, 2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მხარის რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად, ქუთაისში შპს „კულინარის“ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმოს საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
შპს „კულინარი“ თვეში 110 ტონა ნახევარფაბრიკატს აწარმოებს. კომპანიის პროდუქცია იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ქსელურ მარკეტებში. საწარმოსა და მის სადისტრიბუციო ქსელში, ჯამში,100 ადამიანია დასაქმებული.
კომპანია „კულინარი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საწარმოს შექმნისა და განვითარების ეტაპზე კომპანიამ არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში ბანკების მიერ გაცემულია 300 მლნ ლარზე შეღავათიანია აგროსესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 7,7 მლნ ლარია.