დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
სიახლეები
ლევან ზალკალიანი მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს დაესწრო
4 ივნისი, 2026
თბილისში მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი – „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“ გაიმართა, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი დაესწრო.
ფორუმი თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა ,,მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის".
ორდღიანი ფორუმის ფარგლებში განიხილავენ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევებს, მდგრადი განვითარების საკითხებსა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებს.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.