სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნას დაესწრო

2 ივნისი, 2026
ბათუმი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. გახსნის საზეიმო ღონისძიება "აჭარაბეთ არენაზე " გაიმართა, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
ოლიმპიური ფესტივალი სპორტის 17 სახეობაში გაიმართება და მონაწილეობას 14-დან 17 წლის ჩათვლით ასაკობრივი ჯგუფის სპორტსმენები მიიღებენ.
 
იმერეთის რეგიონს ფესტივალზე 124 ახალგაზრდა სპორტსმენი წარმოადგენს.