სიახლეები

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე, სოფელ კურსებში დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს

28 მაისი, 2026

სოფელ კურსებში, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მიმდინარეობს დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები. 

მონაკვეთზე, სადაც ორი თვის წინ მეწყრული პროცესები განვითარდა, მდინარის პირას ეწყობა 7 მეტრიანი ორმხრივი მოძრაობის დროებითი გზა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას და შეამცირებს მგზავრობის დროსა და ხარჯებს.
 
პარალელურად, იგეგმება ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტის მომზადება, რომელიც გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე განხორციელდება.
 
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. მაღალი სატრანსპორტო ნაკადის გამო სამუშაოები ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
 
დროებითი გზის მოწყობის დასრულება ერთი თვის ვადაში იგეგმება.
 
მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეეებთან - ვახუშტი ბაგრატიონთან და ილია ბეგიაშვილთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, რეგიონული განვარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან, რწმუნებულის მოადგილეებთან და ტყიბულის მერთან ერთად გაეცნო.