სიახლეები

ლევან ზალკალიანმა იმერეთის რეგიონის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

28 აპრილი, 2026
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა რეგიონის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტებში სოციალური პროგრამების ეფექტიან განხორციელებასა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროულ და ხარისხიანად შესრულებაზე. ასევე განიხილეს ცალკეული მუნიციპალიტეტების გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილეები: გრიგოლ დალაქიშვილი და ბესიკ გოფოძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები და მუნიციპალიტეტების მერები.