სიახლეები

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე „საქნახშირში“ საწარმოს განვითარების გეგმებსა და სამუშაო პირობებს გაეცნო

27 აპრილი, 2026
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კუბლაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კომპანია ,,საქნახშირში” იმყოფებოდნენ, სადაც დასაქმებულების სამუშაო პირობებს გაეცნენ და მიწისქვეშა კომპლექსი დაათვალიერეს.
 
ხელისუფლების წარმომადგენლებს საწარმოს სპეციფიკა, მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებები და განვითარების მასშტაბური გეგმები კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მიხაილ სოცკიმ გააცნო.
 
განსაკუთრებული ყურადღება იმ ჰორიზონტებს დაეთმო, სადაც დახრილი ჭაურის მშენებლობის დასრულების შემდეგ ახალი მოპოვებითი ეტაპი დაიწყება - რაც საწარმოს განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.