სიახლეები

სამტრედიაში განათლების რეფორმების შესახებ შეხვედრა გაიმართა

2 აპრილი, 2026
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ზალკალიანთან ერთად საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა ამჯერად სამტრედიაში გამართა.
 
შეხვედრის მიზანი იყო ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული სიახლეებისა და განსახორციელებელი ინიციატივების მშობლებისთვის გაცნობა.
 
შეხვედრაზე, რომელშიც ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლები მონაწილეობდნენ, ისაუბრეს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის სასწავლო რესურსების ხარისხის გაუმჯობესებაზე, სასკოლო ფორმებზე, პირველკლასელთა რეგისტრაციაზე, ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციასა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის შესაძლებლობაზე.
მშობლებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების დელეგატი გივი ჭიჭინაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი იმედა ნიკურაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ამირან თევდორაძე და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია მეიშვილი.