სიახლეები

ლევან ზალკალიანმა რეგიონის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

24 მარტი, 2026
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა რეგიონის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. ყურადღება გამახვილდა პროექტების დროულად და ხარისხიანად განხორციელებაზე. მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
 
სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილე ბესიკ გოფოძე, სამსახურის უფროსები და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.