სიახლეები

ლევან ზალკალიანი წყალტუბოში მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

16 მარტი, 2026
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი წყალტუბოში, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ საინფორმაციო ღონისძიებას დაესწრო.
 
შეხვედრაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრაქტიკულ მექანიზმებზე, შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობასა და მოქალაქეებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.
 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, პარლამენტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.
 
შეხვედრის ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მათთვის საინტერესო საკითხები განეხილათ.
 
მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები თბილისში, გარდაბანში, გორში, ბათუმსა და წყალტუბოში გაიმართა.