დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
სიახლეები
ზესტაფონში მულტიფუნქციური ცენტრი და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი აშენდება
14 თებერვალი, 2026
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად ზესტაფონში თანამედროვე მულტიფუნქციური ცენტრისა და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობის ტერიტორია დაათვალიერეს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განიხილეს პროექტის ძირითადი პარამეტრები.
მულტიფუნქციური ცენტრი სხვადასხვა სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობას გააერთიანებს, ხოლო საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი შექმნის თანამედროვე სავარჯიშო გარემოს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სპორტის პოპულარიზაციას.