სიახლეები

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

30 მაისი, 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრმა მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, მიმდინარე საბავშვო ბაღის მშენებლობაც მოინახულა.
 
ბაღის მშენებლობისთვის 3.1 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. 180 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ეწყობა სკოლამდელი აღზრდისთვის გათვალისწინებული ყველა აუცილებელი შიდა და გარე სივრცე, სათამაშო და დასასვენებელი ზონები. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. ბაღი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
 
აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ჯამში, ქვეყნის 11 მუნიციპალიტეტში აშენდა 20 საბავშვო ბაღი.