სიახლეები

ქალაქ სამტრედიაში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს

14 ივნისი, 2025
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაცია, 15 კმ მაგისტრალური მილის და 60 კმ წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობა. დამატებით, მოეწყობა 2500-ზე მეტი სახლის და 15-ზე მეტი მრავალსართულიანი ბინის დაერთება, ჩატარდება მოსახლეობის გამრიცხველიანების სამუშაოები. ამ ეტაპისთვის მოწყობილია 23,549.5 მ წყალმომარაგების ქსელი.
 
პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) მხარდაჭერით ხორციელდება.
 
სამტრედიაში, ასევე, დაგეგმილია სამტრედიის გამწმენდი ნაგებობისა და 148 კმ წყალარინებისა და 46 კმ სანიაღვრე ქსელის მშენებლობა.
 
მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, სამტრედიის მერი დავით ბახტაძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე გაეცნენ.