სიახლეები

ქალაქ სამტრედიაში 450 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება

14 ივნისი, 2025
ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. პროექტი ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მაქსიმალურად მოერგება ბავშვების საჭიროებებს - მოეწყობა უსაფრთხო და მყუდრო სასწავლო სივრცეები, სათამაშო ზონები, და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი.
 
„საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამით, იმერეთში უკვე დასრულებულია 12 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე კი 13 ობიექტზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.