სიახლეები

საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2025“ გაიხსნა

19 ივნისი, 2025
ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართეს: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და იმერეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ ლევან როხვაძემ.
 
ფესტივალის მე-16 სეზონი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლით ,,იმერული რექვიემი” გაიხსნა.
 
წელს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში რეგიონის პროფესიული და სახალხო თეატრების მიერ 18 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. ასევე სტუმრის სტატუსით სპექტაკლს წარადგენს აზერბაიჯანის თეატრი.
 
საკონკურსო წარმოდგენებს ჟიური შეაფასებს და გამოავლენს, როგორც გრანპრის მფლობელს ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ თეატრებს, მსახიობებსა და რეჟისორებს. ფესტივალი 2 ივლისს საზეიმოდ დაიხურება.
 
საერთაშორისო ფესტივალი 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება. დასწრება თავისუფალია.