სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
✅ქუთაისი - პროგრამა:
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
12:00 – 19:00 საგამოფენო სივრცე: ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციული, საგამოფენო სივრცე;
12:00 – 19:00 მულტიფუნქციური სივრცე: ბავშვებისა და უფროსებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები (მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ჰოკეი, ჩამოაგდე ჯოხი, ლაბირინთი, მეგა ბიარ პონგი), VR, მასიური ჩემოდნების ფოტო ზონა, მოსასვენებელი კუთხე;
12:00 – 19:00 საბავშვო ზონა: ბავშვების ვორქშოფებისზონა/ფერადი სახლები (საჰაერო ბურთის ვორქშოპი, სასურათე სამახსოვრო ფორმების ვორქშოპი, თვითმფრინავის ვორქშოპი), საბავშვო ფოტო ზონა;
12:00 – 19:00 სიმულაციის ოთახი: თვითმფრინავის კუდის იმიტირებულიკუთხე, ოთახი ფრენის სიმულაციისთვის;
საქართველოს ფოსტა
12:00 – 19:00 ფოტო-ზონები: 26 მაისის მთავარი ინსტალაცია, საქართველოს ფოსტის ლოგოს ინსტალაცია (ჩიტები), მოცულობითი კონვერტი;
12:00 – 19:00 საგამოფენო სივრცე: საქართველოს ფოსტის ინფორმაციული, საგამოფენო სივრცე;
12:00 – 19:00 საბავშვო ზონა: ბავშვების ვორქშოფების ზონა საქართველოს ფოსტის ლოგოს ორიგამის ვორქშოპი, მარკების არტვორქშოპი, კონვერტის დამზადების ვორქშოპი), საბავშვო აქტივობები (ამანათების ჩალაგება, წერილების დახარისხება, აქტივობა: დაიჭირე კონვერტი);
12:00 – 19:00 მულტიფუნქციური სივრცე: ძველებური ფოსტის იმიტაცია, კალიგრაფისტის მიერ გრაგნილებზე ვიზიტორების სურვილისებრ მათი სახელების დაწერა;
12:00 – 19:00 გაცოცხლებული პერსონაჟები: საქართველოს ფოსტის ანიმაციური გმირები, მასიური თოჯინები (ფოტო-ზონა);
ღვინის ეროვნული სააგენტო
13:00 ორკესტრის მსვლელობა;
13:00-17:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
13:00 - 17:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა;
14:00 - 17:00 იმერული ჯიშის ღვინოები, ღვინის სივრცეში სომელიეს თანხლებით;
13:30-17:00 - საბავშვო სივრცე:, გვირგვინების დაწნის მასტერკლასი, სხვადასხვა თამაშები;
13:15 – 15:00 - დღის კონცერტი - ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით;
17:10 - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო - საზეიმო აღნიშვნა, საქართველოს ჰიმნი- ქ, ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი;
17:20 - დასკვნითი კონცერტი: დათო არჩვაძე, ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე, აჩიკო ცანკაშვილი, სოფო პაპუაშვილი, ეკა კვალიაშვილი, ნუკა კვალიაშვილი, სანდრო კობახიძე, ელენე ფოჩხუა, ქართული ხმები , დავით ილურიძის ბენდი, ალილო და დიჯეი: გიგა პაპასკირი-ს მონაწილეობით;
ღონისძიების წამყვანი: მაია დათუნაშვილი;
✅თერჯოლა - პროგრამა:
10:00 საათი - დროშის აღმართვა სკანდას ციხეზე;
11:00 საათი - გმირთა დიდების მემორიალის გვირგვინით შემკობა;
11:30 საათი - ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ვანო ხუხუნაიშვილის საფლავის პატივგება;
12:00 საათი - „თავისუფალი თამაშების“ ფინალი მინიფეხბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის;
13:30 საათი - დღის ბოლომდე - ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყობა ხალხური რეწვისა და ტურიზმის კუთხე. სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა თემატური ნამუშევრების გამოფენა, სახის მოხატვა. სპორტული შეჯიბრებები: შაში, ნარდი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და ხრიდოლი. ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართება შეჯიბრი;
14:00 საათი - კონცერტი ამფითეატრის სცენაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების შესრულებით;
✅ხარაგაული - პროგრამა:
11:00 საათი - მერაბ კოსტავას მემორიალის შემკობა ყვავილებით;
12:00 საათი - ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში, ხარაგაულის საჯარო სკოლები საქართველოს სხვადახვა კუთხის კულტურასა და ტრადიციებს გააცოცხლებენ;
15:00 საათი -ხარაგაულის კინოთეატრში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება;
17:00 საათი - მსვლელობა ჩხერის ციხეზე;
✅საჩხერე - პროგრამა:
12:00 საათი - საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას მემორიალის შემკობა (მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი);
შინმოუსვლელთა მემორიალის პატივგება (მერაბ კოსტავას ქუჩა);
ექიმისა და საზოგადო მოღვაწის ივანე გომართლის ბიუსტის შემკობა (საჩხერის სამედიცინო ცენტრი; გომართლის ქუჩა);
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საჩხერის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა;
13:00 საათი - თეატრალური წარმოდგენა ,,26 მაისი- ეს დღე ჩვენია“ (კულტურის ცენტრი);
✅ჭიათურა - პროგრამა:
12:00 საათი - საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების მემორიალის გვირგვინით შემკობა;
15:30 საათი -კონცერტი კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში მონაწილეობენ ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები და მოწვეული მომღერლები აჩიკო ბერიძე და აჩიკო ცანკაშვილი;
✅წყალტუბო - პროგრამა:
10:00 საათი - საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის პატივგება;
11: 00 საათი - წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თემატური გამოფენა;
12:00 საათი - სოფელ მაღლაკში საქართველოს ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტის გვირგვინით შემკობა;
12 :00 საათიდან - სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში და მაგიდის ჩოგბურთში;
17:00 საათი - წყალტუბოს ქორეოგრაფიული ანსამბლ „ივერიისა“ და ფოლკლორული სიმღერის ანსამბლ „ნადურის“ერთობლივი კონცერტი;
✅ზესტაფონი - პროგრამა:
10:00 საათი - მოეწყობა საზეიმო მავლელობა შორაპნის ციხეზე, სადაც დაგეგმილია საქართველოს ეროვნული დროშის აღმართვა;
11:30 საათი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება: ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში, ტურნირი კრივსა და ფარიკაობაში;
13:30 საათი - ღონისძიებები კულტურისა და შემოქმედების ცენტრში საზეიმო კონცერტით დასრულდება, სადაც მონაწილეობას კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები მიიღებენ;
✅ბაღდათი - პროგრამა:
11:30 საათი - ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობა. საკათედრო ტაძრის ეზო;
12:00 საათი - ხელოვნებისა და კულტურის განვითერის ცენტრის ანსამბლი საქართველოს ჰიმნს შეასრულებს;
12:30 საათი -საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თემატური ფოტო გამოფენა. ასევე იქნება წარმოდგენილი, ადგილობრივი მეწარმეების ხელთნაკეთი ნამუშევრების გამოფენა- მასტერკლასები, მუნიციპალიტეტში არსებული სახელოვნებო აიპები დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე წარმოადგენენ თავიანთი აღსაზრდელების ნამუშევრებს;
12:30 საათი - თავდაცვის ძალების იარაღის და ტექნიკის გამოფენა;
13:00 საათი -მინიტურნირი ნარდში, ჭადრაკში, ბოჩასა და მკლავჭიდში;
14:00 საათი - ზაზა კილასონია და ბენდი (კულტურის სახლის შენობა);
✅ტყიბული - პროგრამა:
13:00–18:00 საათი - საბავშვო სივრცე (ატრაქციონები, გასართობი და სპორტული აქტივობები, ფოტო სივრცეები, ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა);
14:00 საათი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობა;
14:15 საათი - ქართული სამოსითა და დროშებით საზეიმო მსვლელობა ტყიბულის ცენტრალურ ქუჩაზე ( 9 აპრილის სკვერიდან);
15:30 საათი - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თემატური პერფორმანსი;
17:00 საათი კონცერტი - ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მონაწილეობით;
✅ხონი - პროგრამა:
26 მაისს, ხონში, ცენტრალურ მოედანზე, საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
✅სამტრედია - პროგრამა:
12:00 საათი - ადგილობრივი მხატვრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა (რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერი);
სამხედრო ტექნიკის გამოფენა (ნ. ნიკოლაძის მოედანი);
სპორტული ღონისძიებები: ფალავნობა და მკლავჭიდი (მომავლის სკვერი);
13:30 საათი - ქორეოგრაფიული ანსამბლების კოსტიუმირებული მსვლელობა (ნ. ნიკოლაძის მოედანი);
14:00 საათი - კონცერტი სამტრედიის მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით (რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია);
16:30 საათი - შეჯიბრი ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში: ცხენბურთი, მარულა, ისინდი;
ტრადიციული დოღი სხვადასხვა დისტანციებზე (ილორის იპოდრომი);
✅ვანი - პროგრამა:
12:00 საათი - გაგა ტყემალაძის სახელობის სკვერში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირი ჯარისკაცების მემორიალის შემკობა გვირგვინით, მხატვრულ-ლიტერატურული პერფორმანსი ვანის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით;
12:30 საათი - მინი-ფეხბურთის ტურნირი ვანის საჯარო და კერძო სკოლებს შორის, ვანის სასპორტო სკოლის მინი-ფეხბურთის სტადიონი;
13:00 საათი - საზეიმო კონცერტი ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით;