სიახლეები

ქუთაისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება

2 მაისი, 2025
,,გვირილობის” ღონისძიების ფარგლებში ლ.მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება გაიმართა. საპატიო ჯილდო გადაეცათ:
 
1.აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრირების დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს ბატონ თამაზ გამსახურდიას.
 
2. წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თეიმურაზ არველაძეს.
 
3. ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფს ბატონ შოთა ჯიშკარიანს.
 
4. საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელს, საუნივერსიტეტო ქალაქისა და ქუთაისის ადრონული ცენტრის დირექტორს, ბატონ ვახტანგ ცაგარელს.
 
5. ქუთაისის ,,ტორპედოსა“ და თბილისის ,,დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელს, მისივე სახელობის საფეხბურთო აკადემიის დამფუძნებელს, ბატონ თენგიზ სულაქველიძეს.