სიახლეები

115 წელი პირველი გვირილობიდან

2 მაისი, 2025
 
საქველმოქმედო აქციიდან ქალაქის დღესასწაულამდე
 
ამ დღის აღნიშვნას საფუძველი XX საუკუნის დასაწყისში "გვირილობის“ დღესასწაულით ჩაეყარა. 1909 წლიდან 1919 წლამდე ქუთაისში ,,გვირილობა'' ყოველწლიურად იმართებოდა, რასაც აქტიურად ეხმაურებოდა იმდროინდელი პრესა.
 
„გვირილობის“ დამაარსებელი საშა ჩიქოვანია. მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში „გიმნაზისტკები“ ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. გიმნაზისტ გოგონებს წინ, ვექილ ჩიქოვანის მეუღლე, სილამაზის დედოფლად აღიარებული საშა ჩიქოვანი მიუძღოდა.
 
საშა ჩიქოვანი გიმნაზიელებს საკუთარი ხელით ურიგებდა ცოცხალ გვირილებს. მანდილოსნები მარჯვედ ვაჭრობდნენ თეთრი ყვავილებით.
 
გარკვეული პერიოდი „გვირილობის“ დღესასწაული დავიწყებას მიეცა, მაგრამ ტრადიცია დაბრუნდა და საუკუნის შემდეგ საკინძეზე მიმაგრებული ყვავილი ქუთაისის სიმბოლოდ იქცა.