სიახლეები

ვანის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაღდათი-ვანი-დაფნარის გზის კმ 15-23 მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს

22 აპრილი, 2025
ვანის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაღდათი-ვანი-დაფნარის გზის კმ 15-23 მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 3 200 000 ლარს შეადგენს.
 
სამუშაოები მოიცავს საავტობილო გზის ვაკისის სუსტი გრუნტების შეცვლას, ასფალტ-ბეტონის შემასწორებელ და ზედა ფენის დაგებას, გვერდულების კეთილმოწყობას, საგზაო ნიშნების და უსაფრთხოების მარეგულირებლების,ასევე კიუვეტების და მიერთებების მოწესრიგებას.
 
მიმდინარე სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა დაათვალიერეს.
 
აღნიშნული პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია გზის კმ 23-29 მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელზეც ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
ასევე მხარის რწმუნებული ადგილზე გაეცნო სოფლებში გზის დაგების სამუშაოებს, ამ ეტაპზე ვანის 20-მდე სოფელში საავტომობილო გზების მოწესრიგება მიმდინარეობს.