სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების საანგარიშო ღონისძიება გაიმართა

5 აპრილი, 2025
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების საანგარიშო ღონისძიება გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე.
 
გელათის მდიდარი ისტორია და საკაცობრიო მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
 
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ორგანიზებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
 
ღონისძიების მთავარი მომხსენებლები იყვნენ კედლის მხატვრობის კონსერვაციის ბრიტანელი ექსპერტი სტივენ რიკერბი და მოზაიკის კონსერვაციის იტალიელი ექსპერტი, პროფესორი რობერტო ნარდი, რომლებმაც გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის ორი ძირითადი მიმართულების – კედლის მხატვრობისა და მოზაიკის კონსერვაციის მიმდინარე პროგრამის ანგარიში წარადგინეს.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.