სიახლეები

ტყიბულის მუნიციპალიტეტს ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა

2 აპრილი, 2025
50 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სოფლებში: მუხურასა და სამტრედიაში აშენდა. საბავშვო ბაღები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ლევან კიკნაველიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახნეს.
 
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის, აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით და შეიქმნა საუკეთესო პირობები სააღმზრდელო პროცესისათვის.
 
პროექტების განსახორციელებლად მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 500 000 ლარი გამოიყო. აღსანიშნავია, რომ სოფელ მუხურაში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა და პირველად დაიწყო ფუნქციონირება, ხოლო სამტრედიის საბავშვო ბაღში მზის ელექტრო სადგური დამონტაჟდა. მზის პანელების მონტაჟი “სოლიდარობის ფონდი PL საქართველოს” მიერ გამოცხადებულ კონკურსში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.