თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განახლებულ სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე და საქართველოს პარლამენტის წევრები ესტუმრნენ.
ხელისუფლების წევრებმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს განახლებულ სასწავლო სივრცეში სწავლის გაგრძელება მიულოცეს.
400 მოსწავლეზე გათვლილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის ღირებულება 3,841,088.96 ლარს შეადგენს.
სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი, სანიტარული კვანძები და პანდუსი. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი. სკოლა სრულად აღიჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.
დღესვე დაათვალიერეს პროფესიული კოლეჯი „სპექტრის“ ახალი ფილიალი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია.
ასევე, საჩხერეში საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომაც გაიმართა.