სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახი ქუთაისსა და ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა გადასცეს.
,,დღევანდელი 60 ოჯახის ჩათვლით 2020-2021 წლებში იმერეთში სულ 534 ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი სახლი. რა თქმა უნდა სამუშაოები გრძელდება და ჩვენ წლის ბოლოსთვის წყალტუბოში ველოდებით 420 ოჯახის ბინით დაკმაყოფილებას. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს მასშტაბური მშენებლობები ქუთაისში, სადაც ჯამში 800 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლებით“ - ზვიად შალამბერიძე.
დამატებით, დევნილ ვეტერანთა 100-მდე ოჯახმა ადმინისტრაციულ დაპირება მიიღო, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი ფართებს, ქუთაისსა და ზუგდიდში, უახლოეს მომავალში, უპირობოდ, მიიღებენ.
ვეტერანი დევნილების განსახლების სპეციალური პროექტი წელს პირველად განხორციელდა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |